"მიდიან ქართული ოცნებიდან და მიჰყავთ პირდაპირ ლექციებიდან"-შოთა დიღმელაშვილი სტუდენტების მობილიზებაზე
შოთა დიღმელაშვილი "ქართული ოცნების" მიერ რეგიონებიდან სტუდენტების ორგანიზებას ეხმაურება. მისი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს სტუდენტები დედაქალაქში პირდაპირ ლექციებიდან მოჰყავთ.

"მომდის შეტყობინებები თბილისის გარეთ არსებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, რომ მათთან მიდიან ქართული ოცნებიდან და მიჰყავთ პირდაპირ ლექციებიდან. ვინც მიჰყვება, როცა ეკითხებიან რატომ მიჰყვებიან, ვერ პასუხობენ. აზრზე არ არიან კონკრეტულად სად და რისთვის მიდიან.

გასაგები ამბავია. ჩემ სტუდენტობაში რომელ მხარეს მეტი წითელი მანქანა ჩამოივლიდა მაგაში ვეჯიბრებოდით მოწყენილობისგან. ესენიც დგებიან მოდიან, რა გასაკვირია - შორს უგვანი დაწესებულებებისგან, რომელიც უხარისხო განათლებას აძლევთ.

უფასო ექსკურსია დედაქალაქში, როცა პოლიციაც შენსკებაა და პატარა გადაიმასქნებებს გაპატიებს სულაც არაა ურიგო დროსტარება. უკეთესს თუ შევთავაზებთ ჩვენკენ გადმოვლენ. Once again, ქვეყანას მამაპაპური ჰედონიზმი იხსნის. 

Update: ახლა კიდევ ერთი მოიწერა. ზუგდიდიდან 4 დღით მოჰყავთ. მილიონზე მეტი დაეხარჯებათ ამ უგვანებს. მიზეზი თავად სტუდენტებმა არ იციან"-წერს დიღმელაშვილი.
Print
ბოლო სიახლეები