ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას დღეს არ აპირებს

გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გვარამია გამოკითხვაზე სასამართლოში მივა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამია გამოკითხვაზე სუს-ში დღეს 11:00 საათზეა  დაბარებული.

ნიკა გვარამიას განმარტებით, საქმე ეხება დამხობასთან დაკავშირებით მის „ფეისბუქ სტატუსს“.

„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
Print
ბოლო სიახლეები