"ძაღლი შინ არ ვარგოდა, ამაზონზე გარბოდაო"-ნათელაშვილი ბერაზე
ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად ქუთაისის მერიის წინ აქციის მონაწილეებს მიმართა "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.


"ივანიშვილის ოჯახმა ამაზონის დამწვარი ტყის აღსადგენად მილიონები გადარიცხა ბრაზილიაში, მაშინ როცა ბორჯომის,წაღვერის, აბასთუმნის  დამწვარი ტყის აღსადგენად ერთი ნერგი არ დაურგიათ, ერთი თეთრი არ დაუხარჯიათ, ეს ზუსტად იმას გაქვს ძაღლი შინ არ ვარგოდა, ამაზონზე გარბოდაო. ძალიან მალე საქართველოში იქნება წყველა:"ვაი შენ და ბიძინა" ასე იქნება ეს ობიექტური რეალობაა"-განაცახდა შალვა ნათელაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ქუთაისის მერიის წინ ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების აქცია იმართება.
Print
ბოლო სიახლეები