“ევროპარლამენტარებს ძალიან კარგად ესმით, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეშია“–გიორგი ვაშაძე

ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტარებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ ივანიშვილის მცდელობა ნებისმიერი ხერხით შეინარჩუნოს ძალაუფლება დასავლელი პარტნიორებისთვის მიუღებელია და სრულ თანხვედრაშია ქართული ოპოზიციის და ევროპარლამენტარების პოზიციები ქართული ოცნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.


"ევროპარლამენტარებისთვის დღესავით ნათელია რაც ხდება ქვეყანაში. გულწრფელად გეტყვით, რომ საუბარიც კი არ დაგვჭირდა შეფასებებთან დაკავშირებით და მათგან მოვისმინეთ შეფასება, რა ხდება ქვეყანაში. სრულ თანხვედრაშია ჩვენი და მათი პოზიციები. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეშია. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ახლა ის მომენტია როცა ისინი ძალიან აქტიურები უნდა იყვნენ და კონკრეტული განცხადებები უნდა გააკეთონ ხელისუფლებასთან მიმართებაში. სრული კონსენსუსია ევროპარლამენტარების დელეგაციაში ქართული ოცნების შეფასებასთან დაკავშირებით. ის, რომ ივანიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი ხერხით შევინარჩუნებ ხელისუფლებას, ეს კატეგორიულად მიუღებელია დასავლელი ჩვენი პარტნიორებისთვის და ამაზე ძალიან მკაცრი რეაქცია აქვთ. ძალიან მომთხოვნები იყვნენ საუბრის დროს. მე ასეთი ტიპის საუბარი ევროპარლამენტარების მხრიდან პირველად მოვისმინე. არაერთ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი" - განაცხადა ვაშაძემ.
Print
ბოლო სიახლეები