თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 9 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. "თელასის" ცნობით, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

„ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ავლაბარის“ მიმდებარე ტერიტორიის, გელათის, იორის, დუშეთის, არარატის და არმაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წურწუმიას, ირბახის, მარტყოფის, გურჯაანის, ნასაკირალის და აბულაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 15 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, აბულაძის, ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ონიაშვილის, კანდელაკის და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მაღალაშვილის, გეგეჭკორის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის და ამაშუკელის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის და რიგის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.
Print
ბოლო სიახლეები