„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა
„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა. ამის შესახებ თავად ლევან სურგულაძემ განაცხადა. 

"სააგენტო გამართულია და აგრძელებს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციას. ერთი კვირის წინ მივმართე სამეთვალყურეო საბჭოს თხოვნით, რომ ვინაიდან საპენსიო სააგენტო უკვე გამართულად ფუნქციონირებს , ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს ეს განცხადება და გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო ჩათვლის, რომ რაღაც პერიოდი კიდევ უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა და რეფორმის უპრეცენდენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე მათ დავეთანხმები,"-განაცხადა სურგულაძემ.

ლევან სურგულაძე „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებს. ის ამ თანამდებობაზე 5 წლის ვადითაა დამტკიცებული.
Print
ბოლო სიახლეები