„დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს კულტურის ცენტრი არ სჭირდება“-უგულავა
"დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს კულტურის ცენტრი არ სჭირდება“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე საუბარისას განაცხადა.

„2010 წელი იყო ან 2011 წლის დასაწყისი, მაშინ მე ვიყავი მერი და ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ფილანტროპი იყო.მას აქვს მიწა მშრალ ხიდთან და მაშინ გამოვიდა წინადადებით, რომ მანდ უნდოდა რუსული ცენტრის აშენება. ხაზს ვუსვამ, ეს იყო 2010-11 წელი, ეს არ იყო არც 2003 და არც 2004 წელი. მაშინ ეს იდეა ჩვენ დავიწუნეთ. დავიწუნეთ კონცეპტუალურადაც, თანამედროვე სამყაროში არანაირი კულტურის ცენტრები არ შენდება. დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს კულტურის ცენტრი არ სჭირდება“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ  გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,

Print
ბოლო სიახლეები