"არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მაინც ამ სახელს დავარქმევდით" - რა სახელს არქმევენ ილო ბეროშვილი და ანი ბებია შვილს
მსახიობი ილო ბეროშვილი, რომელსაც წინა ქორწინებიდა ორი გოგონა ჰყავს, ბიჭის მამა გახდება. ის და მსახიობი ანი ბებია შვილს ელოდებიან.

როგორც აღმოჩნდა, წყვილმა ბავშვის სახელი უკვე დიდი ხანია შეარჩია. ანი ბებიამ  “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, ბიჭი იქნებოდა თუ გოგო, მაინც ამ სახელს დაარქმევდნენ.

“სახელი დიდი ხანია შერჩეული გვაქვს. არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი. მაინც ამ სახელს დავარქმევდით. ჩემი გადაწყვეტილებით, ვარქმევთ ჯერის” – ამბობს ანი ბებია.
Print
ბოლო სიახლეები