იტალიაში საქართველოს მოქალაქე დეპორტაციის პროცესში გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია
იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა. 

ქართველი ახალგაზრდას გადაცვალების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე სადეპორტაციო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია იტალიაში საქართველოს საკონსულო.

“ მიღებულია ოფიციალური შეტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებენ უწყებაში.

Print
ბოლო სიახლეები