რეჟიმი მრავალმხრივ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, როგორც შიგნით, ასევე გარეთ - ბოკერია ამერიკელი კონგრესმენის წერილზე
ამერიკელი კონგრესმენის, რესპუბლიკელი  მარკვეინ მალინის  კრიტიკულ წერილს, რომელიც მან  საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიოგი გახარიას გამოუგზავნა, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აფასებს და თვლის, რომ  წერილი ქვეყნისთვის პარტნიორების მხრიდან მიღებული საგანგაშო სიგნალია, რადგან კონგრესმენები დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებაზე, ასევე გაუარესებულ ბიზნეს გარემოზე საუბრობენ.

"რეჟიმი მრავალმხრივ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის შიგნით ძალადობით, სამოქალაქო მშვიდობის დარღვევით, ჩვენი მტრების პოზიციების გაძლიერებით, საერთო ფულის ფლანგვით. ხოლო გარეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან საქართველოს პოზიციების დასუსტებით, რაც აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და ჩვენს პერსპექტივაზე. ეს გულისხმობს როგორც უსაფრთხოების საკითხს, ასევე ეკონომიკურ ინვესტიციებს რაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რამდენად სწრაფად გამოვალთ ჩვენ სიღარიბიდან და ამ ეკონომიკური სტაგნაციიდან. ამიტომ არის ჩვენი ეროვნული ამოცანა ამ კაცისა (ბიძინა ივანიშვილი) და მისი კლოუნების ჩამოცილება ხელისუფლებიდან," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
Print
ბოლო სიახლეები