ეპისკოპოსი მელქისედეკი ეკლესიის რეიტინგის კლებას მომხრეების ქვეყნიდან გასვლით ხსნის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი ეკლესიის რეიტინგის 50%-მდე ვარდნას ეკლესიის მომხრეების ქვეყნიდან გასვლას უკავშირებს. მისი თქმით, რეიტინგის კლებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის საპატრიარქოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მომხრეების უცხოეთში გასვლა.

,,სამწუხარო ფაქტია, ალბათ ყველაფერი მოქმედებს. როგორც ხედავთ, ფაქტია, რომ მოქმედებს ყველაფერი... მე არ გამოვრიცხავ კიდევ ერთ რამეს - ძალიან ბევრი გადის ქვეყნიდან. მოსახლეობა , ფაქტობრივად, გადის და მომხრეებიც შეიძლება გასულები არიან“,- ამბობს ეპისკოპოსი მელქისედეკი.

16 იანვარს გამოქვეყნებული NDI-ს კვლევის მიხედვით, ეკლესიას დადებითად გამოკითხულთა 50% აფასებს, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 25%-ით ნაკლებია.
Print
ბოლო სიახლეები