"ქვეყნის სიკვდილს ვუყურებთ როგორც მოწმეები, ბანძები ვართ" - ნიკა გვარამია
„ამერიკაში, სტუდენტი რომ დაიჭირონ პლაგიატზე, არათუ რიცხავენ, შავ სიაში შეაქვთ და ვერასდროს ვერ ისწავლის ვერც ერთ აკადემიურ დაწესებულებაში“, - ასე ეხმაურება „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის ირგვლივ აგორებულ სკანდალს.

„ქვეყნის ყველაზე დიდი და ისტორიაში პირველი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს სადოქტორო დისერტაციის პლაგიატი დაუდგინდა. ვინც არ იცის, პლაგიატი სხვისი ნაშრომის გადაწერა-მოპარვაა და სამეცნიერო სიკვდილს და სამუდამო სირცხვილს ნიშნავს. ამერიკაში, მაგალითად, სტუდენტი რომ დაიჭირონ პლაგიატზე, არათუ რიცხავენ, შავ სიაში შეაქვთ და ვერასდროს ვერ ისწავლის ვერც ერთ აკადემიურ დაწესებულებაში.

ქოცობა სტიქიური უბედურებაა. ივანიშვილმა არაფერი არ დატოვა დაუნგრეველი, სრულიად არაფერი.

ფორსმაჟორში ვცხოვრობთ და ვუყურებთ ქვეყნის სიკვდილს. ბანძები ვართ და ვუყურებთ, როგორც მოწმეები. ბანძები ვართ და მხოლოდ ვუყურებთ. ბანძები“, - წერს ნიკა გვარამია.
Print
ბოლო სიახლეები