კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფა წლების წინ იწინასწარმეტყველეს (ვიდეო)
სიმფსონებმა ლეგენდარული კალათბურთელის ავტოკატასტროფა რამდენიმე წლის წინ იწინასწარმეტყველეს.პოპულარული  ამერიკული ანიმაციური  სერიალის ეპიზოდი, რომელიც 2017 წელს არის ეკრანებზე გამოსული, სწორედ კობი ბრაიანტის შვეულმფრენის კატასტროფას ასახავს. ინფორმაცია და კადრები youtube-ზე გავრცელდა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკულ ანიმაციურ სერიალში მოვლენები წინმსწრებად ხდება და "წინასწარმეტყველება" უცნაურად ემთხვევა. მაგალითად, სე­რი­ა­ში, რო­მე­ლიც 2000 წელს გა­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტად დო­ნალდ ტრამ­პი დასახელდა.2017 წლის იან­ვარ­ში ტრამპმა მარ­თლაც მო­ი­გო ამე­რი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი.

შეგახსენებთ, რომ ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარული კალათბურთელი, NBA – ის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი 41  წლის ასაკში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიღუპა მისი 13 წლის ქალიშვილი. კალათბურთელის მფლობელობაში არსებული ვერტმფრენი ლოს-ანჯელესთან ახლოს ჩამოვარდა.
Print
ბოლო სიახლეები