"გადაადგილების თავისუფლებას მიზღუდავენ"-თინა ბოკუჩავა
ხმაური პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში-დეპუტატი თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძესთან შესვლას ითხოვს, თუმცა დაცვის სამსახური ამის საშუალებას არ აძლევს.

„წარმოუდგენელია ის უსამართლობა, რასაც ეს ოჯახი განიცდის. ვახა მაჩალიკაშვილს ჯერ შვილი მოუკლეს, მერე ყუმბარა ჩაუდეს, მერე ტერორისტობა დააბრალეს და ახლა ყოველდღიურად აყენებენ შეურაცხყოფას. ხან კარავს ართმევენ ახალი წლის წინა ღამეს, ხან პარლამენტში არ უშვებენ და მიჰყავთ იმ მდგომარეობამდე, სადამდეც მიიყვანეს," - განაცხადა ბოკუჩავამ."-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

მოგვიანებით ბოკუჩავასთან არჩილ თალაკვაძის მდივანი მივიდა, მან განაცხადა რომ თალაკვაძეს შეხვედრები აქვს და დაკავებულია.

ბოკუჩავა მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტში შემოშვებას მოითხოვს.


Print
ბოლო სიახლეები