ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტზე საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაციის მიღება კენჭისყრაზე ჩავარდა
რამდენიმე წუთის წინ, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი- საქართველოს ასოცირების კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სტრასბურგში მყოფმა დეპუტატმა  სალომე სამადაშვილმა გაავრცელა. 

დოკუმენტი, რომელიც ჩავარდა  ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს მოიცავდა ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

არსებული ინფორმაციით, საბოლოო დეკლარაციის დოკუმენტში  ევროპარლამენტარებს შესწორებების შეტანა სურდათ გიგი უგულავას საქმეზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე. თუმცა შესწორებების შეტანას  საქართველოს მმართველი გუნდი არ დაეთანხმა.

შესწორებების გარეშე დარჩენილი ტექსტის გამო  ევროპარლამენტის წარმომადგენლობამ დოკუმენტს  მხარი არ დაუჭირა.
Print
ბოლო სიახლეები