ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მატარებელი აბაშაში იმყოფებოდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს. მგზავრები აცხადებენ,რომ ვაგონში ძლიერი დაკვამლიანებაა და შეინიშნება პანიკა.

ჯერჯერობით, უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.
Print
ბოლო სიახლეები