ყოველი მესამე გამოკითხული ხელს დღეში მხოლოდ 2-ჯერ იბანს

 

IPM კვლევების" თანახმად, ერთ ჯერზე ადამიანი საშუალოდ 28 წამს ხარჯავს ხელის დაბანაზე; მაშინ, როცა რეკომენდებული ხანგრძლივობა 40-60 წამია.

 

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ზამთარი ვირუსების სეზონია! როგორც ცნობილია, ინფექციების გამომწვევი მიკრობების დიდი ნაწილი დაუბანელი ხელების მეშვეობით ხვდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ რიგი ინფექციური დაავადების შემთხვევაში, ხელების დაბანა დაავადების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროცედურაა.

გამოკითხულთაგან ყველა იბანს ხელს დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც, ხოლო 40,5% ამას დღეში 4-ჯერ და მეტჯერ აკეთებს, თუმცა დარჩენილი რესპონდენტები, რაც თითქმის 60%-ია, ხელს დღის განმავლობაში 1-3-ჯერ იბანენ.

Print
Video ad
ბოლო სიახლეები