საფრანგეთის ელჩი: “TBC ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია ნამდვილად
საქართველოში საფრანგეთის ელჩისთვის "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები გარკვეულ კითხვებს ბადებს.

პასკალ მენიეს შეფასებით, ბანკის გარშემო შექმნილი ვითარება უცნაურია.  

"ასეთი რამ ჩემთვის წარსულთან ასოცირდება. ეს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული და მას ასევე უცხოელი აქციონერები ჰყავს; ამ ბანკის მიმართ მენეჯმენტის კუთხით ყველაფერი წესრიგშია. შესაძლოა, რაიმე არასწორი მომხდარიყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა - მანამდე“, განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა.





Print
ბოლო სიახლეები