შენ ხელმძღვანელობ ტროლებს! კიდევ ბევრი მტკიცებულება გვაქვს– ნოდარ მელაძე კოკა ყანდიაშვილს პასუხობს
რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, შაბათის კურიერის წამყვანი ნოდარ მელაძე კოკა ყანდიაშვილის ფეისბუქ სტატუსს ფეისბუქზევე პასუხობს. შაბათის კურიერმა გააკეთა სიუჟეტი რუსთაველის 12 ნომერში მდებარე “ტროლების ფაბრიკის“ შესახებ, რომელსაც მათი ინფორმაციით კოკა ყანდიაშვილი ხელმძღვანელობდა. შაბათს გასულ სიუჟეტს კოკა ყანდიაშვილმა ორშაბათს უპასუხა და რუსთავი ორი “აღვირახსნილი ტყუილების ტირაჟირებაში დაადანაშაულა.“

საპასუხოდ ნოდარ მელაძემ ფეისბუქზე სტატუსი დაწერა:

“კოკა ყანდიაშვილი ორ დღიანი ფიქრის შემდეგ გადაგიწყვეტია პასუხის გაცემა. თუ პასუხები გქონდა, რომ გირეკავდა ავტორი გეპასუხა. ახლაც გიმეორებ იგივეს, შენ ხელმძღვანელობ ტროლებს!!! ზუსტად იცი რასაც გეუბნები, ისიც ვიცი ეგ ოფისი ვისთან ერთად იქირავე, წლების წინ. ძალიან კარგად იცი, შენი ტროლების ქარხნის "საგმირო საქმეები", მემონტაჟეების ვაკანსიებს რომ აცხადებდი მუსიკალურ ვებ გვერდებზე, ხალხს გასაუბრებაზე რომ იბარებდი 1500 ლარიან ვაკანსიაზე, სხვა რომ ხვდებოდა შენი სახელით, პარალელურად ფბ პროფილებს შენ რომ გიგდებდნენ ინბოქსში და დისტანციურად ამოწმებდი იყო თუ არა სანდო. დაფაზე შენს ოფისში გასაშავებელთა სია, რომ გქონდა ჩამოწერილი მარკერით, მე ჩამოგიწერო გვარები, თუ შენით დაწერ? სანამ მარიამ გაფრინდაშვილზე რამეს დაწერ, შენი ტრილების ქარხნის სიას გადახედე, მორალურ ტერორს რომ უწყობდი ადამიანებს. ნუ ნერვიულობ კიდევ ბევრი მტკიცებულება გვაქვს, უფრო მეტი იქნება.

P.S. ტროლების ქარხნის ბოლო სკანდალი გაიხსენე, ვისზე წერდით მანდედან, რის გამოც "გაიშარეთ" და ოფისი დაგაშლევინეს.

გაგრძელება იქნება....“


Print
ბოლო სიახლეები