დიდი ალბათობით ირაკლი კვარაცხელია არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა - ექსპერტი
ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია დიდი ალბათობის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ცენტრი „ემპათია“ აცხადებს, რომელიც კვარაცხელიას ინტერესებს იცავს. ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით კვარაცხელია რუსეთის სამხედრო ბაზაზე არაადამიანური პირობებში ე.წ. კარცერში ჰყავდათ. საბოლოოდ, რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, ამას კომპლექსური ექპსერტიზა დაადგენს, რომელიც სამხარაულის პირველადი ექსპერტიზისა და გამოძიების მასალების საფუძველზე ჩატარდება.
Print
ბოლო სიახლეები