კლანი უნდა წავიდეს — არასამთავრობოების წევრები პარლამენტში წარწერიანი მაისურებით მივიდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში  უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესის ქართული ოცნების კანონპროექტის  განხილვა  მიმდინარეობს. განხილვაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მივიდნენ. ისინი კომიტეტზე სპეციალური მაიუსურებით,გამოცხადდნენ, რომელსაც  წარწერა აქვს: "კლანი უნდა წავიდეს".

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ქართული ოცნება ცდილობს კლანური მმართველობა გაამყაროს და საზოგადოება შეცდომაში სეიყვანეს როცა განაცხადეს, რომ კანონპროექტს ვენეციის კომისიის დასკვნამდე არ განიხილავდნენ.

უმრავლესობიდან აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება და ისინი შენიშვნებს გაითვალისწინებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში წერია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა. კანდიდატები ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. კონკურსანტებს აარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრების 2/3-ის თანხმობით, ანუ 15-დან 10 ხმით. საბოლოოდ, პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენენ და მის წარსულ საქმიანობასაც შეისწავლიან.

ფოტო: on.ge
Print
ბოლო სიახლეები