"რატომ არ გვაძლევთ საშუალებას მოგიწონოთ კანონპროექტი"-თინა ბოკუჩავა უმრავლესობას
"რატომ არ გვაძლევთ საშუალებას მოგიწონოთ კანონპროექტი, იქნება არსებობს ამის თეორიული შესაძლებლობა ხო?"- თინა ბოკუჩავამ უმრავლესობას "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული მოსამართლეთა  კანონპროექტის განხილვის გადადებისკენ მოუწოდა.


"იმედია, დააყენებთ კენჭისყრაზე მაინც ამ საკითხს რომ დღეს არ მოხდეს ამ საკითხის განხილვა. ვითხოვთ, რომ მოგვეცეს საშუალება დეპუტატებს, გავიაზროთ ვენეციის კომისიის დასკვნა და ამის გათვალისიწნებით მივიღოტ ამ განხილვაში მონაწილეობა. და მეორე არასამთავრობო სექტორიც გაეცნოს ვენეციის კომისისს რეკომენდაციებს და აქედან გამომდინარე მოახდინონ თავიანთი პოზიციების ფორმირება რომელიც შეიძლება შეიცვალოს. "

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესის ქართული ოცნების კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტის მხიედვით,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

კანდიდატები ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. კონკურსანტებს აარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრების 2/3-ის თანხმობით, ანუ 15-დან 10 ხმით. საბოლოოდ, პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენენ და მის წარსულ საქმიანობასაც შეისწავლიან.



Print
ბოლო სიახლეები