"მოგვეცით საშუალება რომ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე"-სულხან სალაძე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მოსამართლეთა შესახებ კანონპროექტის  განხილვის გადადება ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე მოითხოვა.

"ნუ გვესაუბრებით, რომ დღეს არის ეს კრიტიკული სიტუაცია შექმნილი, სასამართლო სისტემაში უფრო დიდი პრობლემებია, ვიდრე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების რაოდენობა. კარგად მოიკითხეთ სასამართლო სისტემაში როგორ იღება დაკეტილი კაბინეტები მოსამართლეების და რა სურათებს ახვედრებენ მოსამართლეებს მათ სამუშაო ოთახებში. თქვენ მოახერხეთ რომ ერთადერთი თქვენი მხარდამჭერი არის ის კლანი რომელიც არის სასამართლოში". ვისთვის არის ეს სასამართლო ეს სამსართლო არის ხალხისთვის თუ ეს არის სასამართლო რომელიც ჭირდება კონკრეტულ ჯგუფს? ჩვენ აქ იმისთვის არ მოვსულვართ რომ აქ ყოფნა გვიხარია ან აქ ჯდომისთვის ვინმე ხელფასს გვიხდის.აქ მოვდივართ იმისთვის რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, მოგვეცით საშუალება რომ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე"

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესის ქართული ოცნების კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი კომიტეტზე სპეციალური მაიუსურებით,გამოცხადდნენ, რომელსაც წარწერა აქვს: "კლანი უნდა წავიდეს".



Print
ბოლო სიახლეები