ჩაქვში ავტოავარიას მოზარდი ემსხვერპლა
ჩაქვში 12 წლის ბიჭს  ავტომობილი დაეჯახა, მოზარდი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
Print
ბოლო სიახლეები