"ორივეს მე დავპატიჟებ ყავაზე" - ირაკლი სესიაშვილი


"მეც ჩავერთვები და ორივეს მე დავპატიჟებ ყავაზე,“ - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა ელენე ხოშტარიასა და გიორგი გახარიას მისამართით გააკეთა.

ყავაზე დაპატიჟების ინიციატივით პირველად მინისტრი  გახარია გამოვიდა.

„თუ „ევროპულ საქართველოს“ ჩემი დამატებით ნახვა სურს, დამპატიჟონ ყავაზე და მივალ“, - თქვა გახარიამ.

"ევროპული საქართველო" გახარიას გამოწვევას გამოეხმაურა.

ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მზად არის თავად მოუმზადოს ყავა მინისტრს, თუ ის საკანონმდებლო ორგანოში მივა და არსებულ კითხვებს უპასუხებს.
Print
ბოლო სიახლეები