ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიცია აქციას მართავს


ამ წუთებში ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიცია აქციას მართავს.წუთებში იქ შეკრებილ საზოგადოებას ნიკა მელია მიმართავს.  ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ. ამ  გადადგომის მოთხოვნის მიზეზი გუშინ მომხდარი ინციდენტია. ოპოზიციის განცხადებით, სიების გატანა უკანონოდ მოხდა. კომისიიდან გატანილი სიები ადგილზე გვიან ღამით დააბრუნეს.  

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი ამბობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია. მისი თქმით, ინვენტარი და სიები მან კანონის სრული დაცვით გასცა.

„მე არანაირი კანონდარღვევა არ ჩამიდენია. მიღება-ჩაბარების აქტით ეტაპობრივად გაიცემა გარკვეული ტიპის დოკუმენტიაც და ინვენტარი, ვინაიდან, მოგეხსენებათ 67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია არის მრავალრიცხოვანი უბნებისგან შემდგარი. ამიტომ ერთი დღის განმავლობაში შეუძლებელია დოკუმენტის და ინვენტარის ერთდროულად გაცემა. ამიტომ ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტით ვაძლევთ ხელმძღვანელ პირებს. კანონმდებლობიდან გამომდინარე, დალუქვის წესი ეს არის მოთავსდეს კონვერტში, გადაწეპვის ზოლზე დაისვას საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი და ხელი მოწერილი იქნას ხელმძღვანელი პირის მიერ. ასევე ის ბეჭდის რეკვიზიტები ყველა დატანებული იყო იმ კონვერტზე, სადაც იყო მოთავსებული ის ბეჭედი.

"შეგვიძლია დაგანახოთ სარეგისტრაციო ჟურნალი სადაც გატარებულია თითოეული უბნის ბეჭდის კოდი შესაბამისად რეგისტრატურის ბეჭდის კოდები, ვინ რომელი უბანი, რომელი ბეჭდის ნომრებით იმუშავებს. ეს ყველაფერი იყო კანონის შესაბამისად დაცული კანონმდებლობის შესაბამისად. არც სიების გატანასთან დაკავშირებით დამირღვევია კანონი, ვინაიდან არაუგვიანეს ორი დღისა გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია ამ სამაგიდე სიებს“-ამბობს მირანდა მესხი.

ამ თემასთან დაკავშირებით განმარტება ცესკოშიც გააკეთეს. მათი განცხადებით, კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
Print
ბოლო სიახლეები