შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, ჭავჭავაძეზე მოძრავი ავტომობილი აღმოჩნდეს მიწისქვეშ-კალაძე
რთ მშვენიერ დღეს, მოძრავი ავტომობილი აღმოჩნდეს მიწისქვეშ- კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და რეაბილიტაციის გეგმა წარადგინა.

ჭავჭავაძის გამზირი რეაბილიტაციის მიზნით, ეტაპობრივად გადაიკეტება, ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე  განაცხადა.

კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე გზა ვარაზისხევის ბოლოდან "პიქსელის" შენობამდე დაიკეტება, რადგან ეს არის გზის ყველაზე მეტად დაზიანებული მონაკვეთი და კონტრაქტორთან ერთად იქ "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერიც" იმუშავებს.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია თვის ბოლოდან იწყება.

"როდესაც გვქონდა კომუნიკაცია და საუბარი კომპანია GWP-სთან, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე ისეთი უმძიმესი მდგომარეობაა, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, მოძრავი ავტომობილი აღმოჩნდეს მიწისქვეშ. მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა. არის მონაკვეთები, რომელიც არის ჩავარდნილი და ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები არის უმძიმეს მდგომარეობაში.

ჩვენ გვესმის თუ რამდენად რთული იქნება ამ ქუჩის გადაკეტვა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად გავაკეთოთ, სექციებად დავყოთ, რომ მთლიანად არ გადაიკეტის და არ გამოიწვიოს პარალიზება ქალაქში", - განაცხადა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი; 2.5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას 3 თვე დასჭირდა და პროექტისთვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯება.
Print
ბოლო სიახლეები