"გარანტიას ვერავის მივცემთ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები არ განმეორდება"-მიქაელ ბოტკოველი
"ჩვენ გარანტიას ვერავის მივცემთ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები არ განმეორდება" – ეს განცხადება დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა.


„ძალიან გთხოვთ, რომ ამ კონკრეტულ ცალკეულ შემთხვევას, რომელიც 2013 წელს მოხდა ნუ განაზოგადებთ და ამის გამო ნუ შექმნით მოსალოდნელ შიშებს. შეიძლება რაიმე გაუგებრობა მოხდეს, ჩვენ ასეთი გარანტიების მოცემა არ შეგვიძლია. ჩვენ გარანტიას ვერავის მივცემთ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები არ განმეორდება“, – განაცხადა ბოტკოველმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს 2014 წლიდან აღნიშნავს. წლევანდელ ღონისძიებებზე განცხადება საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

17 მაისს მსოფლიო  ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღად სწორედ ის დღე შეირჩა როდესაც 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.
Print
ბოლო სიახლეები