9 წლის ბიჭი, რომელმაც მინისტრს წერილი მისწერა, გახარიას ხვდება

9 წლის ბიჭი, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტს წერილი მისწერა გიორგი გახარიას ცოტა ხნის წინ შეხვდა. შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის სამუშაო კაბინეტში გაიმართა.

მინისტრთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს დაჩი გულუას დედა, ნათია ანასტასიადი ავრცელებს.

„ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია“, – წერს ნათია ანასტასიადი  სოციალურ ქსელში.

9 წლის დაჩიმ  საგზაო ნიშნებთან დაკავშირებით მინისტრს საკუთარი მოსაზრება კიდევ ერთხელ გაუზიარა. 

შეგახსენებთ, რომ 9 წლის ბიჭმა შსს მინისტრ გახარიას წერილი მისწერა და საგზაო ნიშნებზე ქალის ნიშანის გამოსახვა სთხოვა.

„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, ცხრა წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ,
რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ“, -მისწერა 9 წლის ბიჭმა მინისტრს.

Print
ბოლო სიახლეები