როგორც ყოველდღე ფანჯარაში ვიხედებით, წვიმს თუ როგორი ამინდია, ასე ვართ ყველანი ვალუტის კურსზე-ბახტაძე

"როგორც ყოველდღე, თითოეული ჩვენგანი ფანჯარაში გავხედავთ, ვიდრე გამოვალთ, წვიმს თუ როგორი ამინდია რომ იმის მიხედვით ქურთუკი ჩავიცვათ ან არა- ასე ვართ ყველანი ვალუტის კურსზე მიყურადებული, რომ ვნახოთ რა არის ვალუტის კურსი",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა. 


„ჩვენ შევაჩერეთ ეს პროცესი და დაიწყო ლარიზაცია. შესაბამისად, ლარიზაციის პროცესის შემდეგ ეს პრობლემა სისტემურად იქნება მოხსნილი. როგორც ყოველდღე, ალბათ, თითოეული ჩვენთაგანი ფანჯარაში გავიხედავთ, ვიდრე გამოვალთ, რომ წვიმს თუ როგორი ამინდია, იმის მიხედვით ქურთუკი ან არ ჩავიცვათ, ასე ვართ ყველანი ვალუტის კურსზე მიყურადებული, რომ ვნახოთ რა არის ვალუტის კურსი. ეს გახდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. რატომ? იმიტომ რომ ეკონომიკაში დოლარის წილი იყო ძალიან მაღალი. ასეთი დღეები მომავალშიც გაგრძელდება თუ გადაწყვეტილება (ლარიზაცია) ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ეს არის გადაწყვეტილების სისტემური მიდგომა. რაც შეეხება მოკლევადიან მიდგომას, ამისთვის სხვა მექანიზმები არსებობს და სხვა მიდგომები.უფრო მეტსაც გეტყვით, დღეს გაჩნდა ახალი პროდუქტი ბაზარზე და ეს არის იპოთეკური სესხი, რომელიც 8 %-ზე ნაკლებია ლარში. ეს არის უზარმაზარი
ნაბიჯი წინ, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ნორმალური ეკონომიკური პოლიტიკა, სადაც ეროვნული ვალუტა იქნება განმსაზღვრელი და დომინანტი. სადაც ადამიანი თუ აიღებს სესხს და მისი საპროცენტო ხარჯი იქნება 100 ლარი, მას ექნება განცდა, რომ დარჩება სულ 100 ლარად. ეს არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა, რომელსაც სჭირდება გარკვეული დრო, რომ დაინერგოს და დაკორექტირდეს“,-განაცხადა ბახტაძემ.
Print
ბოლო სიახლეები