რა ინფორმაცია მიიღო გვარამიამ მთავრობისგან - საგანგებო ბრიფინგი "რუსთავი 2-ში"
"დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს სტრასბურგის მოსამართლის და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთშეთანხმებული ქმედების"- ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სულ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგში ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურია საქართველოს ხელისუფლებისგან ინსტრუქციებს იღებს იმისთვის რომ არხისთვის სტრასბურგის მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიება მოიხსნას.


"ჩვენი ინფორმციით საქართველოს წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოში ბატონ ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იგი იღებს ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან როგორ იმოქმედოს რუსთავი 2-ის საქმეზე და მიმდინარეობს ორკესტრირებულად დაგეგმვა საქმესთან დაკავშირებული დეტალების. რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებაში გაჟონილი ინფორმაციით, რომელიც ლადო ჭანტურიამ მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს შედგა რუსთავი 2-თან დაკავშირებული საქმის პროექტის განხილვა სასამართლო კოლეგიის მიერ, პროექტი იქნა დაწუნებული და მიუბრუნდა უკან მომხსენებელს შენიშვნებით, ეს არის ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებით ცნობილია იუსტიციის სამინისტროში არსებული წყაროების მხრიდან, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მიიღო ჭანტურიასგან, რაც არის სამოსამართლეო ეთიკის დარღვევა და ამ საფუძვლით ჩვენ აცილებას ვუცხადებთ ლადო ჭანტურიას და მიგვაჩნია რომ მისი თანამონაწილეობით ეს საქმე არ უნდა გადაწყდეს"-აცხადებს გვარამიამ და მოსამართლეს აცილებას უცხადებს. 

შეგახსენებთ,
რომ დღეს "რუსთავი 2"-ის ოფისში  პარტნიორთა კრება შედგა, რომელიც არხის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის მოთხოვნით ჩაინიშნა. კრებაზე 3 საკითხი განიხილეს, მათ შორის, ნიჟარაძის მოთხოვნა, რომელიც არხის მფლობელებს და მენეჯმენტს მისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და კომპენსაციას მოითხოვს.



Print
ბოლო სიახლეები