რუსული დროშები ბათუმის ქუჩებში 26 მაისს


რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით "RUSSIA" - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს-   ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე  მსვლელობა როსტოვიდან ჩამოსულმა ანსამბლმა გამართა.

ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელის განცხადებით, მისთვის ცნობილია რა დღეს აღნიშნავს დღეს საქართველო და ისინი ბათუმში ფესტივალის ორგანიზატორის მოწვევით ჩამოვიდნენ.

ფესტივალი, რომელშიც როსტოვის ანსამბლი მონაწილეობს, აჭარის განათლების სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული.

''ეს არის ბავშვთა ფესტივალი და არა პოლიტიკა''-განაცხადა მინისტრმა აჭარის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა.

Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა