„რუსთავი2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
"კურიერის" ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულ პირებს სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ისინი წინასწარი პატიმრობიდან უკვე გაათავისუფლეს.

ედიშერ მუშკუდიანსა და ოპერატორ ბაკურ ჩიხლაძეზე თავდასხმის გამო 2 პირია პასუხისგებაში მიცემული.

„ვნანობ, ჩვენ რაც დავაშავეთ და გავაკეთეთ იმ პირის მიმართ, ვინც ახლა იმყოფება იმ მდგომარეობაში და ასევე ბოდიშს ვუხდით მას. ასევე, მთლიანად ტელეკომპანიას,“ - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებული, მურთაზ შალამერიძე.

განმარტება გააკეთა თავდასხმაში კიდევ ერთმა, ბრალდებულმა პირმა, რომელმაც განმარტა რომ თავდასხმა აღელვების ნიადაგზე მოხდა.

„მადლობას ვუხდი ყველას, რომ ჩემ მდგომარეობაში შევიდა, ეს ყველაფერი მოხდა აღელვების ნიადაგზე... თავს დამნაშავედ ვგრძნობ და წერილით მივმართე და პირადად მოვიხადე ყველას მაგივრად ბოდიში,“ - ამბობს კიდევ ერთი ბრალდებული.

საქმის პროკურორების თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ჩვენს მიერ მოთხოვნილ იქნა პატიმრობა, მითითებული იქნა ის საფრთხეები, რასაც ჩვენ ვთვლით რომ სასამართლოს უნდა შეეფარდებინა პატიმრობა, თუმცა სასამართლომ მათ შეუფარდა გირაო 3000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით. რაც ჩვენს მიერ გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კვლავ გადის მკურნალობას ედიშერ მუშკუდიანი, მისი მკურნალობის დასრულების შემდეგ, შესაბამისად, გამოთხოვილი იქნება ისტორია, ჩატარდება ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გადაწყდება საბოლოოდ ამათი ბრალდება,“ - განაცხადა პროკურორმა, ირინა მჟავიამ.

დაცვის მხარე კი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება და განმარტავს, რომ ბრალდებული პირები ნასვამები იყვნენ.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა