"ასეთი სეტყვა არ ახსოვს ბაკურიანს"-ბორჯომსა და ბაკურიანში ძლიერი სეტყვა მოვიდა

ცოტა ხნის წინ ძლიერი სეტყვა იყო დაბა ბაკურიანში.ადგილობრივების ინფორმაციით, ასეთი ძლიერი სეტყვა მათ 20 წელზე მეტია არ ახსოვთ.სეტყვის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მოსახლეობის თქმით,   დაზიანდა ავტომობილები.  ბაკურიანის რწმუნებულის თქმით, სეტყვას სერიოზული ზარალი არ მიუყენებია და მოსახლეობას ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება.





ბაკურიანის გარდა დაისეტყვა  ქალაქი ბორჯომიც.







Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა