“ინტონაციის მიხედვით გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა კირკიტაძის ბოდიშს“– გახარია
„ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ ასეთ ბოდიშს თუ არა“, - ასე გამოეხმაურა შსს მინისტრი გიორგი გახარია დავით კირკიტაძის მიერ პოლიციელებისთვის ბოდიშის მოხდის.

„ერთმნიშვნელოვნად მივესალმები იმას, რომ დავით კირკიტაძემ პოლიციელს ბოდიში მოუხადა. რაც შეეხება იმას, ვიღებ თუ არა მე პირადად ამ ბოდიშს, არ მინახავს, უნდა ვნახო და ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ მივიღებ ასეთ ბოდიშს თუ არა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ პოლიციელს ბოდიში 31 მაისს, სასამართლო სხდომაზე მოუხადა, სადაც მან აღიარა მის მიმართ წაყენებული ბრალი პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების დაზიანების თაობაზე. საქმე ეხებოდა 2018 წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს.

ბრალის აღიარების შემდეგ დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა.
Print
ბოლო სიახლეები