მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

ხაჩიზე  მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება. მხარის რწმუნებულმა ზურა ხაჩიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.

ზურა ხაჩიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“.

ის და მისი ოჯახი აქტიურად იყვნენ ჩართულები  "ქართული ოცნების" წინასაარჩევნმო კამპანიაში. 

Print
ბოლო სიახლეები