ოპოზიციამ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა დატოვა

 


პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ დატოვეს.

ოპოზიცია მმართველ გუნდთან შეხვედრაზე დღეს კონკრეტული მოთხოვნით მივიდა. ხელისუფლების ოპონენტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ. პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა ის პროტესტის ნიშნად უკვე დატოვა ოპოზიციამ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ 2020 წლიდან საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდეს და გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნების პრინციპი.

სერგი კაპანაძის თქმით, მათ დღეს 250 000 ხელმოწერა შეიტანეს პარლამენტში საარჩევნო სისტემის შესაცვლელად.

„არ შეიძლება რომ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები იყოს პატარა უმნიშვნელო საკითხების მძევალი და მათი მოწყალების იმედზე. ამას ვხედავთ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია და რომელიც გააჩნია საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ დღეს 50 000 ხელმოწერა შევიტანეთ ამ მოთხოვნით, ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება, რადგან ეს სისტემა გულისხმობს მანდატების უფრო ადეკვატურად განაწილებას ხალხის ნების პროპორციულად.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში და ზოგადად საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით დაიწყოს სერიოზული დისკუსია. ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ დღეს და ველოდებით, რომ ამ საკითხზე გვექნება ჩამოყალიბებული პასუხი უმრავლესობის მხრიდან.

"ის საკითხები, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება, არის შედარებით მეორეხარისხოვანი საკითხები, მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით, მაგრამ არც კი შეედრება ამ საკითხის მნიშვნელობას, ეს არის ყველაზე მთავარი თემა, მეორეხარისხოვან საკითხებზე საუბარი არ მიგვაჩნია უპრიანად, ამიტომ ჩვენ დღეს სამუშაო ჯგუფის ეს შეხვედრა დავტოვეთ,“-განაცხადა

 

Print
ბოლო სიახლეები