ჩინეთში ძლიერ მიწისძვრას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის სამხრეთში მდებარე სიჩუანის პროვინციაში 5,8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 134  დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრის  შედეგად დაინგრა ერთ-ერთი სასტუმრო, ასევე  დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები.

ხელისუფლებამ მიწისძვრით დაზარალებულ ზონებში  5 ათასი კარავი, 10 ათასი გასაშლელი საწოლი და 20 ათასი პლედი გაგზავნა.

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა სიჩუანის პროვინციაში  2008 წელს მოხდა. მას 87 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.




Print