"დავიწყოთ მორიგეობა, რუსთაველის მეტროსთან,რუსთაველზე, კანცელარიასთან"-კვიციანი გეების წინააღმდეგ თვალთვალს იწყებს


პარლამენტის წევრი, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი აქტიურად არის ჩართული თბილისი პრაიდის წინააღმდეგ აქტივობებსა და აზრის დაფიქსირებაში, დეპუტატი ვასაძის უკანონოდ შექმნილ ლეგიონშიც ჩაეწერა, რომელიც პრაიდის ჩატარების წინააღმდეგ შეიქმნა.

კვიციანი ლგბტ თემის წინააღმდეგ ამჟამად საკუთარი ინიციატივით გამოდის და მათ წინააღმდეგ მორიგეობის დაწყებას აანონსებს, კვიციანი სთავაზობს მომხრეებს, ჟურნალისტების გადაადგილებაც გააკონტროლონ. 

"დიდებულია და მოდით დაუდგეთ გვერდით ბატონ მინისტრს..,რომ არ მოატყუონ,ხვალ დილის 6 საათიდან დავიწყოთ მორიგეობა რუსთაველის მეტროსთან,რუსთაველზე ,კანცელარიასთან,ვისაც სად გვეეჭვება,რომ შეიძლება გაბედონ გამოსვლა! თან პარალელურად ჟურნალისტები ვაკონტროლოთ,საითაც წავლენ იქეთ წავიდენ ჯგუფები.ჩაატარებენ გეი აღლუმს,ე.ი."დავესწროთ" და სურვილები დაუფრთხოთ!მე ხვალ დილით ადრე ვიქნები ერთერთ ობიექტზე! დიდება ღმერთს!!!"-წერს კვიციანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ამ ეტაპზე უცნობია, დაიწყო თუ არა დეპუტატმა დაანონსებული მორიგეობა რომელიმე ობიექტზე. 




Print
მსგავსი სიახლე
23:26 / 16.07.2019


"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემა "არჩევანში" იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საპრეზიდენტო არჩევნების დროს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.

ეთერში კამათი დავით უსუფაშვილსა და  აკაკი მინაშვილს შორის პროპორციული არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბარს მოჰყვა. უსუფაშვილის თქმით, ის მხარს არც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს და არც ქართულ ოცნებას.

"ორივე კანდიდატს, ორივე ძალას საქართველო ჰყავდა მძევლად, მე თუ არ მომცემ ხმას ეს ბოროტება გაიმარჯვებს და მე თუ არ მომცემ ხმას ის ბოროტება გაიმარჯვებს."

უსუფაშვილის ამ განცხადებას აკაკი მინაშვილსა და უსუფაშვილს შორის კამათი მოჰყვა.

"პოზიცია ვერ ჩამოაყალიბეთ თქვენ იძახით რომ ერთი წლის თავზე  რომელიღაცა პარტია, მაგალითად შენების მოძრაობა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, წამოიწიოს და იყოს პირველ ადგილზე?"-განაცხადა მინაშვილმა.

ამ განცხადებას უსუფაშვილის რეპლიკა მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ბუნებაში ვინ არსებობს და ვინ არ არსებობს 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე გამოჩნდება.

უსუფაშვილმა  ასევე პროპორციული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნები საშუალებას მისცემს, რომ თავიდან აიცილონ ერთპარტიული მმართველობა.

„ერთპარტიულ აზროვნებას უნდა დავაღწიოთ თავი, ვის ჩავიდებ როგორმე ჯიბეში, წინასწარ დავიბევებ...  მთავარი ამოცანა 2020 წლის არჩევნების არის ის, რომ არ დავუშვათ ამ ქვეყანაში კონტრვარდების რევოლუცია,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.




ბოლო სიახლეები