"არავის აქვს უფლება თავი დააყენოს სახელმწიფოზე მაღლა და შეითავსოს წესრიგის დამყარების ფუნქცია"-ოქრუაშვილი


"არავის აქვს უფლება თავი დააყენოს სახელმწიფოზე მაღლა და შეითავსოს წესრიგის დამყარების ფუნქცია"- "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხო და განაცხადა, რომ ამ ყველაფრის უკან მხოლოდ ერთი სცენარისტი ბიძინა ივანიშვიკლი დგას. ოქრუაშვილის აზრით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძირითადი პრობლემებიდან ხალხის ყურადღების გადატანა მოხდეს.

ოქრუაშვილმა ვასაძის ლეგიონის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება წესრიგის დამყარების ფუნქცია შეითავსოს, რადგან ქვეყანაში მოქმედებს კონსტიტუცია. ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობა ხელისუფლებას მიმართავს, არ დაუშვას პროცესების ესკალაცია.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას არ დაუსვას პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები და ამ ინსტიტუტებმა დაიბრუნონ ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან წართმეული ძალაუფლება. ასევე მივმართავ თითოეულ პოლიციელს დაიცვან სახელმწიფოს ინტერესი, მათი მუნდირის ღირსება, რათა თითოეულმა ჯგუფემა არ შეძლონ სახელმწიფოს დაკნინება."-განაცხადა ოქრუაშვილმა.





Print
მსგავსი სიახლე
23:26 / 16.07.2019


"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემა "არჩევანში" იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საპრეზიდენტო არჩევნების დროს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.

ეთერში კამათი დავით უსუფაშვილსა და  აკაკი მინაშვილს შორის პროპორციული არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბარს მოჰყვა. უსუფაშვილის თქმით, ის მხარს არც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს და არც ქართულ ოცნებას.

"ორივე კანდიდატს, ორივე ძალას საქართველო ჰყავდა მძევლად, მე თუ არ მომცემ ხმას ეს ბოროტება გაიმარჯვებს და მე თუ არ მომცემ ხმას ის ბოროტება გაიმარჯვებს."

უსუფაშვილის ამ განცხადებას აკაკი მინაშვილსა და უსუფაშვილს შორის კამათი მოჰყვა.

"პოზიცია ვერ ჩამოაყალიბეთ თქვენ იძახით რომ ერთი წლის თავზე  რომელიღაცა პარტია, მაგალითად შენების მოძრაობა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, წამოიწიოს და იყოს პირველ ადგილზე?"-განაცხადა მინაშვილმა.

ამ განცხადებას უსუფაშვილის რეპლიკა მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ბუნებაში ვინ არსებობს და ვინ არ არსებობს 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე გამოჩნდება.

უსუფაშვილმა  ასევე პროპორციული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნები საშუალებას მისცემს, რომ თავიდან აიცილონ ერთპარტიული მმართველობა.

„ერთპარტიულ აზროვნებას უნდა დავაღწიოთ თავი, ვის ჩავიდებ როგორმე ჯიბეში, წინასწარ დავიბევებ...  მთავარი ამოცანა 2020 წლის არჩევნების არის ის, რომ არ დავუშვათ ამ ქვეყანაში კონტრვარდების რევოლუცია,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.




ბოლო სიახლეები