კვიციანი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც მართლმადიდებლური ასამბლეის ჩაშლით მიყენებულ ზარალს დაითვლის

ემზარ კვიციანი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც გამოიძიებს 20 ივნისს მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის ჩაშლის საკითხს და ასევე  დათვლის მიყენებულ ზარალს.

" თუ მართლმადიდებელი ხარ..ვინმემ განსაზღვრა საერთოდ რამხელა დანაკარგი გვაქვს ჩვენ ამ ასამბლეის ჩაშლით? პოლიტიკურიც და ეკონომიურიც, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული და მაქვს წინადადება შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია აქ პარლამენტში და იქნას გამოძიებული, ვინ უწყობდა ხელს ამ პროვოკაციას და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან"- განაცხადა კვიციანმა. 


შეგახსნებთ, რომ 20 ივნისს მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რუსი დეპუტატის პარლამენტში ხილვამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.
Print
ბოლო სიახლეები