"ბერას შეეძლება თუ არა ამერიკაში ცხოვრება მამამისის ქმედებებზე არის დამოკიდებული"-აკაკი ბობოხიძე

 



"ევროპული საქართველოს "დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის წევრებს მიმართა, კარგად დაფიქრდნენ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მან ის გამოცდილება შეახსენა, რაც მან უკვე გაიარა.

"მე ჩემს მწარე გამოცდილებას გეტყვით მეგობრებო, იცოდეთ ყველაზე დიდი პრობლემა 7 ნოემბერს  მე მქონდა ჩემს შვილებთან და ჩემს ოჯახთან კარგად გაითვალისწინეთ როდესაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ათასი სისულელე მაქვს გაკეთებული ერთადერთი რაც მაკავებს არის ჩემი შვილების დამოკიდებულება და არ მოწონთ ის თუ როგორ ვიქცევი ხშირად, არ მოწონდათ ჩემი საქციელი, პეტრე მამრაძემ რომელმაც საზიზღრობა ჩაიდინა სახლში ვერ შევედი იმის გამო რაც პეტრე მამრაძეს გავუკეთეთ, თუმცა ეს კაცი მიმაჩნია რომ ჩვეულებრივი ნაძირალაა. კარგად დაფიქრდით როდესაც გადაწყვეტილებას მიირებთ რას ფიქრობენ თქვენი შვილები, ლავროვის შვილი ცხოვრობს ამერიკაში, პუტინის შვილი ცხოვრობს ჰოლანდიაში, ბერას დარწმუნებული ვარ რუსეთში ცხოვრება არ უნდა ამიტომ ბატონ ბიძინას მივმართავ ბერას შეეძლება თუ არა ამერიკაში ჩასვლა და ცხოვრება მისი მამის აქ მოქმედებაზეა დამოკიდებული, " განაცხადა აკაკი ბობიხიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

 

Print