რუსეთის დუმის წევრი საქართველოს პრეზიდენტისგან ბოდიშს ითხოვს-ზურაბიშვილის პასუხი

სალომე ზურაბიშვილი კომენტარს არ აკეთებს რუსეთის დუმის წევრის მოთხოვნაზე -საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადოს სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით თბილისში განვითარებული მოვლენების გამო. ტელეკომპანია "კავკასიას" გადამღები ჯგუფი პრეზიდენტს ქუჩაში შემთხვევით შეხვდა, თუმცა არც მიმდინარე პროცესებსა და არც კონკრეტულად ამ კითხვაზე სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას არ უპასუხა.

თბილისში მიმდინარე ანტირუსული აქციების გამო საქართველოს პრეზიდენტისგან ბოდიში დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა ვლადიმერ ჯაბაროვმა მოითხოვა და საქართველოს უკრაინაში განვითარებული მოვლენების სცენარითაც დაემუქრა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ პირველი ნაბიჯი ბოდიშის მოსახდელად საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადადგას. ჯაბაროვი საქართველოს ხელისუფლებას ასევე აფრთხილებს, რომ თუ ვერ შეძლებს , კონტროლი დაამყაროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსაც ისეთივე ძვრები ელოდება, როგორიც უკრაინაში მოხდა.




Print
ბოლო სიახლეები