“ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს“-მიხეილ სააკაშვილი გაბუნიას სკანდალურ ეთერს ეხმაურება
რუსთავი2–ის გადაცემა პოსკრიპტუმის წამყვანის, გიორგი გაბუნიას  საეთერო მონოლოგს რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის გინებით დიდი სკანდალი მოჰყვა. მას საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფესიბუქით ეხმაურება:

“რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს!

ჩვენ მხარეზეა სიმართლე და სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით!

ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს“– წერს მიხეილ სააკაშვილი.
Print
ბოლო სიახლეები