გახარიას აღიარება: შს მინისტრმა ექსპერტებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ე.წ. რაკეტისებრი ტყვიები გამიზნულად გამოიყენეს
20 ივნისის  ღამიდან  სამი კვირის შემდეგ გიორგი გახარიამ  დახურულ შეხვედრაზე თქვა, რომ ე.წ. რაკეტისებრი ტყვიები გამიზნულად გამოიყენეს, რადგან სამართალდამცველების არსენალში უკვე არსებულ და კარგად აპრობირებულ რეზინის ტყვიებს საკმარისი შედეგი არ ექნებოდა. ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე გააკეთა.

ექსპერტების თქმით, მათ გიორგი გახარიამ განუცხადა, რომ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების დროს პატარა რეზინის ტყვიებმა ეფექტი ვერ მოახდინა.

„აქ იმოქმედა, გარკვეულწილად ალბათ, პანკისის მოვლენებმა, აქციამ, როცა, ფაქტობრივად, ზეგავლენა ვერ მოახდინა იმ პატარა რეზინის ტყვიებმა, ეს მისი მოსაზრება იყო, ღიად ისაუბრა. ეს არის ისეთი მოსაზრებები, როცა მომხდარი ფაქტის შემდეგ თვითონაც აანალიზებს. შეცდომები არის ტყვიების გამოყენების ნაწილში და არა მის სახეობებში.

პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ როცა კომენტარს აკეთებ, მოსახლეობა შეცდომაში არ უნდა შეიყვანო და არ უნდა თქვა, რომ ეს არის დათვის საწინააღმდეგო ტყვია. ნებისმიერი იარაღი, რასაც პოლიციელი იყენებს, შეიძლება აღმოჩნდეს ლეტალური, გააჩნია როგორ გამოვიყენებთ.

ჩვენ შევთავაზეთ, რომ კარგი იქნება უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, მეტი სანდოობისთვის, რომ ცალკეული მომენტები, სადაც კითხვები გაჩნდება გამოძიების დროს, იყოს შეფასებული მათ მიერ. გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ იყო შემთხვევები, სადაც არის ძალის გადამეტება, ანუ არ იყო აუცილებლობა და ვიღაცას დაავიწყდა, რომ ადამიანთან აქვს საქმე, მერე რა, რომ ის აპროტესტებდა და ერთი საათის წინ პოლიციელს ურტყამდა, სპეცრაზმელს აქვს თმენის ვალდებულება. “– განაცხადა ექსპერტმა სამხედრო–პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძემ.

ანალიტიკოსების თქმით, გიორგი გახარიამ მათ განუცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ 20 ივნისს ბრძანება მან გასცა და მომხდარი მისი პასუხისმგებლობაა. ექსპერტების განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მათ უთხრა, რომ აქციის დაშლის დროს ადგილი ჰქონდა ცალკეულ გადაცდომებს.

„მან თქვა, რომ ის არ აპირებს წასვლას, რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, თქვა, რომ ბოლომდე, მთლიანად არის ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, მე ვარ მთელი ამ პროცესის თავი და თავი და ბრძანებაც ჩემი გაცემულია. თვითონაც გაუსვა ხაზი იმას, რომ გადაცდენა, რამდენიმე შემთხვევა იყო, ერთი ეპიზოდიც კი მოყვა, რომ 50 მეტრიდან სადღაც სკვერში მდგარ ადამიანებს ესროდაო ერთ-რთიო, ეს მისი სიტყვებია. მან თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაირკვეს, ვინ, რა ჩაიდინაო და აქედან გამომდინარე, შემდეგ დასკვნების გაკეთება შეგვიძლიაო. მაგრამ, რასაკვირველია, ის ხაზს უსვამდა მხარეების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ქმედებებს, რომელიც იქ მოხდა,“ - განაცხადა სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა არეშიძემ.
Print
მსგავსი სიახლე
23:26 / 16.07.2019


"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემა "არჩევანში" იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საპრეზიდენტო არჩევნების დროს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.

ეთერში კამათი დავით უსუფაშვილსა და  აკაკი მინაშვილს შორის პროპორციული არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბარს მოჰყვა. უსუფაშვილის თქმით, ის მხარს არც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს და არც ქართულ ოცნებას.

"ორივე კანდიდატს, ორივე ძალას საქართველო ჰყავდა მძევლად, მე თუ არ მომცემ ხმას ეს ბოროტება გაიმარჯვებს და მე თუ არ მომცემ ხმას ის ბოროტება გაიმარჯვებს."

უსუფაშვილის ამ განცხადებას აკაკი მინაშვილსა და უსუფაშვილს შორის კამათი მოჰყვა.

"პოზიცია ვერ ჩამოაყალიბეთ თქვენ იძახით რომ ერთი წლის თავზე  რომელიღაცა პარტია, მაგალითად შენების მოძრაობა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, წამოიწიოს და იყოს პირველ ადგილზე?"-განაცხადა მინაშვილმა.

ამ განცხადებას უსუფაშვილის რეპლიკა მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ბუნებაში ვინ არსებობს და ვინ არ არსებობს 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე გამოჩნდება.

უსუფაშვილმა  ასევე პროპორციული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნები საშუალებას მისცემს, რომ თავიდან აიცილონ ერთპარტიული მმართველობა.

„ერთპარტიულ აზროვნებას უნდა დავაღწიოთ თავი, ვის ჩავიდებ როგორმე ჯიბეში, წინასწარ დავიბევებ...  მთავარი ამოცანა 2020 წლის არჩევნების არის ის, რომ არ დავუშვათ ამ ქვეყანაში კონტრვარდების რევოლუცია,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.




ბოლო სიახლეები