შს მინისტრი ბათუმის კონფერენციიდან მოხსნეს - გახარია იზორიამ ჩაანაცვლა

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმის კონფერენციის დღის წესრიგიდან მოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით,პროგრამაში ეწერა,კონფერენციაზე  რომ გახარია დღეს სიტყვით უნდა გამოსულიყო და დისკუსიის რეჟიმში კონფერენციის ქართველი და უცხოელი სტუმრების კითხვებზე ეპასუხა.

გიორგი გახარიას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე უნდა ესაუბრა. თუმცა, მოულოდნელად, პროგრამაში ცვლილება შევიდა და გახარია კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჩაანაცვლა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შს მინისტრი ლევან იზორიათი ჩანაცვლების შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
Print
მსგავსი სიახლე
16:30 / 17.10.2019
"სხვა პოლიტიკოსებმა იკითხონ როგორ ივლიან თბილისის ქუჩებში"-ეს განცხადება "ტვ პირველზე" მესამე პრეზიდენტმა გიორგი  მარგველაშვილმა გააკეთა და იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მას 16 დე­კემ­ბრი­დან სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა.


"მე არ მაქვს მარტო გავლის ან შიში სხვა პოლიტიკოსებმა იკითხონ როგორ ივლიან თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში, მე ამის საშიშროება კი არ მაქვს , მე სტატუსის დაკნინების თემაზე ვსაუბრობ, ეს სტატუსის დაკნინების უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციაა, ეს გადახვევაა იმ ტენდენციიდან რაც სხვა ქვეყნებში არსებობს, ის რომ დეპუტატს აქვს მთელი ცხოვრება პენსია და პრეზიდენტს არ აქვს"-განაცხადა მარგველაშვილმა.



ბოლო სიახლეები