"პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩები პარლამენტის შენობაში მიიყვანა"-საგარეო უწყება გახარიას განცხადებაზე

"ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა"  - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჟურნალისტებთან განაცხადა და უარყო ის ინფორმაცია, რომელიც გიორგი გახარიამ გააჟღერა.

„ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ ყოფილა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. არ ყოფილა ასეთი რამ,"- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

გიორგი გახარიამ  გუშინდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ 20 ივნისს აქციის ღამეს უცხო  ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.




Print
ბოლო სიახლეები