ჭოპორტში ნაწამები ძაღლი მამა სებასტიანემ შეიფარა

2 კვირის წინ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ფეისბუქ გვერდზე ჰასკის ფოტო გამოჩნდა, რომელსაც ყბის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.

როგორც გაირკვა,  ჭოპორტის მაცხოვრბელმა კაცმა თავის თანამზრახველთან ერთად ჰასკის ჯიშის ძაღლი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია.

ჭოპორტში ნაწამებ ძაღლს თავშესაფარში უმკურნალეს. ამასობაში კი ჰასკს ახალი პატრონი გამოუჩნდა. ახალი პატრონი მამა სებასტიანეა.

ელიზბარაშვილის ძაღლების  თავშესაფრის ცნობით, მამა სებასტიანე ძაღლების თავშესაფარში მივიდა, ჰასკის წვნიანი საჭმელი ჩაუტანა და მისი წაყვანის სურვილი გამოთქვა.

მას თავშესაფრიდან ნაწამებ ძაღლთან ერთად ერთ-ერთი ლეკვიც გაატანეს. მამა სებასტიანე რამდენიმე ტრამვირებულ ცხოველს მფარველობს.

"ჭოპორტში ნაწამები ჰასკის ამბავი მამა სებასტიანეს ყურამდეც მივიდა . დღეს ჩამობრძანდა თავშესაფარში , მოინახულა ძაღლი და ბოთლით ბულიონი ჩამოუტანა. მოგეხსენებათ, რომ ყბა აქვს მოტეხილი და დამოუკიდებლად საკვებს ვერ ჭამს. ხაშურში , სოფელი წრომის დედაღვთის მონასტერში მსახურობს მამა სებასტიანე. რამდენიმე ტრავმირებული ძაღლი მყავს მიკედლებული და ნამკურნალები, თუ გამატანთ ამასაც მივხედავო. გავატანეთ.
ლეკვების ვოლიერიდან ერთი ლეკვი განსაკუთრებით აქტიურობდა, თითქოს
მამაოს ყურადღების მიქცევას ცდილობდა. შეუმჩნეველი არ დარჩა ლეკვის აქტიურობა , აიყვანა ხელში და გულში ჩაიხუტა. საოცარი სითბო და სიმშვიდე იგრძნობოდა თავშესაფარში მამა სებასტიანესაგან.
წასვლისას დალოცა თავშესაფარი , წაიყვანა ლეკვი და ძაღლი"-აცხადებენ თავშესაფარში.
Print
მსგავსი სიახლე
23:26 / 16.07.2019


"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემა "არჩევანში" იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საპრეზიდენტო არჩევნების დროს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.

ეთერში კამათი დავით უსუფაშვილსა და  აკაკი მინაშვილს შორის პროპორციული არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბარს მოჰყვა. უსუფაშვილის თქმით, ის მხარს არც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს და არც ქართულ ოცნებას.

"ორივე კანდიდატს, ორივე ძალას საქართველო ჰყავდა მძევლად, მე თუ არ მომცემ ხმას ეს ბოროტება გაიმარჯვებს და მე თუ არ მომცემ ხმას ის ბოროტება გაიმარჯვებს."

უსუფაშვილის ამ განცხადებას აკაკი მინაშვილსა და უსუფაშვილს შორის კამათი მოჰყვა.

"პოზიცია ვერ ჩამოაყალიბეთ თქვენ იძახით რომ ერთი წლის თავზე  რომელიღაცა პარტია, მაგალითად შენების მოძრაობა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, წამოიწიოს და იყოს პირველ ადგილზე?"-განაცხადა მინაშვილმა.

ამ განცხადებას უსუფაშვილის რეპლიკა მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ბუნებაში ვინ არსებობს და ვინ არ არსებობს 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე გამოჩნდება.

უსუფაშვილმა  ასევე პროპორციული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნები საშუალებას მისცემს, რომ თავიდან აიცილონ ერთპარტიული მმართველობა.

„ერთპარტიულ აზროვნებას უნდა დავაღწიოთ თავი, ვის ჩავიდებ როგორმე ჯიბეში, წინასწარ დავიბევებ...  მთავარი ამოცანა 2020 წლის არჩევნების არის ის, რომ არ დავუშვათ ამ ქვეყანაში კონტრვარდების რევოლუცია,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.




ბოლო სიახლეები