"რუსთავი 2-ის" შენობასთან კახელი მეღვინეების აქცია მიმდინარეობს

"რუსთავი 2" - ის შენობასთან კახელი მეღვინეების აქცია მიმდინარეობს. ისინი "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებენ.

ისინი ჯერ გომბორის გადასახვევთან შეიკრიბნენ და და ნახევარი საათით მაგისტრალი გადაკეტეს.მეღვინეებმა განაცხადეს, რომ მათთვის  შეურაცხმყოფელია გვარამიას  უხამსი გამონათქვამები ქართულ ღვინოზე და მოითხოვენ, რომ გვარამიამ ბოდიში მოიხადოს.

ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ  ტელეეთერში განცხადება რუსულ სანქციებთან დაკავშირებით გააკეთა და ქართული მინერალური წყლები და ღვინო შეურაცხმყოფელად მოიხსენია.

„გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ… მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს. “-განაცხადა გვარამიამ.



Print
ბოლო სიახლეები