თბილისი–რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.  შუახნის მამაკაცს, რომელიც გზაზე გადადიოდა, ავტომანქანა დაეჯახა და ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა